გერმანიის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის ყოფილმა დირექტორმა პროფესორმა კლაუს ჰოპტმა თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკას გერმანულენოვანი იურიდიული ლიტერატურა გადასცა საჩუქრად.
პროფესორი ჰოპტი მსოფლიოში აღიარებული მეცნიერია, იგი სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას აწარმოებს გერმანიის, შვეიცარიის, ბელგიის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, ჰოლანდიისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში.
პროფესორი ჰოპტი 2010 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.
აღნიშნული წიგნები იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლემ პროფესორმა ლადო ჭანტურიამ გადასცა.
იურიდიული ფაკულტეტი მადლობას უხდის პროფესორ ჰოპტს მნიშვნელოვანი იურიდიული ლიტერატურის გადაცემის და პროფესორ ლადო ჭანტურიას აღნიშნული ლიტერატურის მიწოდებაში გაწეული დახმარების გამო.